გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მერიამ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ხის კოტეჯები გადასცა

25-09-2019

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ხის კოტეჯები გადასცა. ახალმოსახლეები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა მოინახულეს და კოტეჯების გასაღებები გადასცეს.
ლეილა დალაქიშვილი სოფელ ფლავში და ნაზი ქიტუაშვილი სოფელ ზერტში დღემდე, გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდნენ. ერთ მათგანს სახლი 27 წლის წინ, ხანძრით დაეწვა, მას შემდეგ იგი შვილთან ერთად ნათესავების ბინაში ცხოვრობდა. მეორე ბენეფიციარი კი ავარიულ სახლში, თითქმის ღია ცის ქვეშ ათევდა ღამეს.
აღნიშნული, კოტეჯები გორის მერიამ მიმდინარე წელს შეიძინა და უკვე 4 ოჯახს გადასცა საჩუქრად.
“კოტეჯის ტიპის  ხის დროებითი ნაგებობები, რომლებიც გორის მერიამ უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მიმდინარე წელს შეიძინა, აღჭურვილია წყლისა და გაზის გამათბობლებით, ასევე,  გამართული შიდა კომუნიკაციით. მათ შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  48 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული კოტეჯებით დღემდე,  უკვე 4 ოჯახი დაკმაყოფილდა, რომლებიც დროებითი საცხოვრისებით 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ”,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

"კვირა"