გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა

26-09-2019

დღეს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2020 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.

პროგრამა: ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება’’ ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება: ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია; ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის ციხის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.