12-01-2018
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ.-ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.
სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).
სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.