გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთვნენ

26-09-2019

დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დონაციის აქციის „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს.
ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 70-მდე კლინიკა მარაგდება, მათ შორის არის, როგორც ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო და კერძო კლინიკები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში და მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.