გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: თქვენთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, რომ ოკუპანტს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ

26-09-2019

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ მათთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირება და ქვეყნის ინტერესების დაცვა.
ამის შწესახებ სესიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ.

„მე არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი ვისთვისაც ოკუპაცია არ იყოს ყველაზე დიდი ტკივილი. გული მწყდება რომ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ ელემენტარულ წესებზე შეთანხმება. თქვენთვის ამ ტრიბუნის გამოყენებით, თქვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირება და მართლაც შინაარსობრივად ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ მათ შორის, ოკუპანტს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, მეტი რესურსი დავხარჯოთ პრაგმატიზმში და რეალურად დავინახოთ რა რისკები და გამოწვევები არის ქვეყნის წინაშე. უნდა დავინახოთ რა რისკები მოდის, რისკები, რომელიც დაარტყამს სახელმწიფოს, დაარტყამს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.