გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ფარეშიშვილი: უნდა შევეცადოთ, რუსეთთან კიდევ ერთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში

26-09-2019

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რუსეთთან კიდევ ერთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნები, ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ რუსეთთან დალაპარაკება და მოლაპარაკება,- ამის შესახებ რეგიონალური განვითარების ჰაბის თავმჯდომარემ, გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ყინულის დაძვრა მოხდეს და კიდევ ერთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი შედგეს რუსული ოკუპაციის პრობლემის მოგვარების კუთხით.
„იმდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის პრობლემა, იმდენი პრობლემაა ამის თანმდევი , ყველაფერში პრობლემა იქმნება რუსული ოკუპაციის პირობებში, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც ყველა მიმართულებით, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირის და ჩვენი მეგობარი ქვეყნები მოგვიწოდებენ , რომ მაქსიმალურად შევძლოთ მოლაპარაკება , დალაპარაკება ერთმანეთთან. ვფიქრობ, ყველა უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ ყველა პლათფორმა, რა თქმა უნდა, ღირსეულად , რა თქმა უნდა, შესაბამის სიმაღლეზე ქართული დიპლომატიის სახელმწიფოებრიობის , სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით , საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემით. ვფიქრობ , აუცილებელია ყინულების დაძვრა მოხდეს. იმდენად დიდი და რთული პრობლემაა რუსული ოკუპაცია და იმდენ პრობლემას უქმნის ქვეყანას, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კიდევ ერთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. კარგი იქნება საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები აქტიურად ჩაერთონ ამ მოლაპარაკების პროცესში და მაქსიმალურად ეფექტური იყოს ეს მოლაპარაკებების. კიდევ ერთხელ ვამბობ ისინიც მოგვიწოდებენ ამისაკენ, რომ მოხდეს რაღაც გარკვეული დიალოგის დაწყება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში“-განაცხადა ფარეშიშვილმა.