26-09-2019
კახეთში, ბოდბისხევში პოლიციელებზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 83 წლის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს შვილთან ერთად დაესხა თავს.
გავრცელებული ცნობით, მამუკა ყაჯრიშვილი, სამართალდამცველების მითითებებს არ დაემორჩილა და სახლში მიმალვა სცადა. მას შემდეგ კი, რაც საპატრულო ეკიპაჟი სახლში მივიდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონფლიქტში მამაკაცის ხანდაზმული მამა ჩაერთო.
ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდნენ სამართალდამცველები და მათი კლინიკაში მოთავსება გახდა აუცილებელი.
როგორც ექიმები აცხადებენ, ერთ პოლიციელს აღენიშნებოდა ჭრილობა შუბლისა და თხემის არეში, ხოლო მეორე დაზარალებულს ჰემატომა თავის არეში. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია.
გამოძიება უკვე დაწყებულია და ორი მუხლით მიმდინარეობს – 253 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს; და 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით.