გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

27-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ლაბორატორიაში კვლევები თაფლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე ტარდება.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, რაც ლაბორატორიის საქმიანობას კიდევ უფრო ყოვლისმომცველსა და მრავალფეროვანს გახდის.

თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ძირითადად ხარისხობრივ კვლევებს მოიცავს, თუმცა, ლაბორატორია 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს უვნებლობის პარამეტრების მეთოდების დანერეგვაზე, რის შედეგადაც ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 90 პარამეტრია შესული.

ამჟამად შესაძლებელია თაფლის ნიმუშები შემოწმდეს შემდეგ ნაერთებზე: ქლოორგანულ და ფოსფორორგანულ პესტიციდებზე, ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფზე, მძიმე მეტალებზე და ა.შ.

მიუხედავდ იმისა, რომ თაფლის გამოკვლევა მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში ტარდება, მომხმარებელს გამოსაკვლევი ნიმუშების ჩაბარება 10 სხვადასხვა რეგიონულ ლაბორატორიაშიც შეუძლია. საკვლევი ნიმუშების ტრანსპორტირება უფასოა და მომხმარებელი კვლევის შედეგებს ნიმუშების ჩაბარების ადგილზე შეუფერხებლად მიიღებს.