გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მირანდა ერემაძე - დღეს სასამართლო სისტემაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვკამათობთ

26-09-2019

„დღეს სასამართლო სისტემაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვკამათობთ“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენაზე.

უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ მას ჰკითხა, რატომ არის სასამართლო სისტემა ყოველთვის ერთსულოვანი?

„იქედან გამომდინარე, თუ რა საჯარო განცხადებები კეთდებოდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, გვიწევდა თავის დაცვა. დღეს არ არის ისეთი ვითარება, რომ არ გვაქვს განსხვავებული პოზიცია, ნამდვილად არსებობს თემები, რომლებზეც არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენ ვმსჯელობთ და ვკამათობთ. ჩვენ შევქმენით ქალ მოსამართლეთა ასოციაცია ასევე იმ მიზნითაც, რომ ვიყოთ კრიტიკულები იმის მიმართ, რაც არის უარყოფითი სასამართლო სისტემაში“ - განაცხადა მირანდა ერემაძემ.