გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

წელს შობადობამ სიკვდილიანობის მაჩვენებელს 4%-ით გადააჭარბა, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით შობადობა სიკვდილიანობის რაოდენობაზე 23 %-ით მეტია

1-10-2019

ზოგიერთ მედიასაშუალებაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს.

კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე. შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სიკვდილიანობამ დაბადების მაჩვენებელს გადააჭარბა“-ნათქვამია განცხადებაში.