გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

უკანონო მშენებლობები დუშეთში – რატომ არ ცვლის მერია გენგეგმას, რომელიც მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება

1-10-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტში  სამშენებლო ნებართვების გაცემაზე დიდი განუკითხაობა გრძელდება და დუშეთის მერია დღემდე თავს არიდებს, გამოასწოროს ამ განუკითხაობის უმთავრესი საკანონმდებლო მიზეზი  დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ დუშეთის გენგეგმის შესაქმნელად ტენდერი ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, გამარჯვებული კომპანიაც მან გამოავლინა და ხელშეკრულებაც მანვე გაუფორმა, დღეს ეს დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის გასასწორებელია, რადგან გენგეგმა მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწონა, საკრებულომ დაამტკიცა და არც ერთ მათგანს არ უკითხავს, შეესაბამებოდა თუ არა გენგეგმა დუშეთში არსებულ რეალობას ან სხვა, ამ დოკუმენტზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებს. გეგნგეგმები დღემდე ცენტრალიზებულად იწერება, ამჯერად ამ პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს კი მისი შესრულების ვალდებულება ისე უჩნდებათ, ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რა წერია ამ დოკუმენტებში.

როგორც ირკვევა, დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მთელი რიგი დარღვევებითაა შედგენილი. მაგალითად, ხშირად რუკაზე დატანილი შენობები და ქუჩები რეალურად არსებულ შენობებისა და ქუჩების ადგილმდებარეობას საერთოდ არ ემთხვევა. ასევე, მეორე და უმთავრესი პრობლემა, რომ დუშეთის გენგეგმა წინააღმდეგობაში მოდის უპირატეს დოკუმენტთან – მთავრობის 2014 წლის N59 დადგენილებასთან, სადაც  სამშენებლო ზონები და კოეფიციენტები სულ სხვანაირადაა განსაზღვრული.

გენგეგმაში არსებული დარღვევები და მთავრობის დადგენილებასთან შეუსაბამობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დუშეთის ოფისის ხელმძღვანელმა, სერგო ისაშვილმა 2017 წელს აღმოაჩინა.

ისაშვილის თქმით, დარღვევებით შედგენილი გენგეგმის გამ დუშეთის განაშენიანება არასწორად და კანონის დარღვევით ხდება და ასევე, კორუფციულ გარიგებებზე კითხვებს აჩენს, რადგან ხშირია შერჩევითი დამოკიდებულებაც, როცა ერთი და იგივე ტერიტორიაზე, მაგალითად, ერთს აძლევენ კომერციული შენობის მშენებლობის ნებართვას სახლის სტატუსით, მეორეს  უარს ეუბნებიან.

ისაშვილი გასული 2018 წლიდან ითხოვს ამ საკითხის გამოსწორებას, ჯერ დუშეთის მერიაში წერილებით, შემდეგ – მთავრობის სხვადასხვა უწყებებში. მისი ამდენწლიანი ბრძოლა ახლა იმით გრძელდება, რომ მთავრობის ადმინისტრაცია დუშეთის მერიისგან ითხოვს, გამოსწორდეს გენგეგმაში არსებული დარღვევები და გენგეგმა მთავრობის N59 დადგენლებასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

ზუსტად იგივე რეკომენდაცია დადო 2 თვის წინ დუშეთის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმაც, რომელიც საია-ს იურისტის მხრიდან ატეხილი ხმაურის გამო ჩატარდა, თუმცა, დუშეთის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის გამოსასწორებლად არც კვალიფიციური კადრები ჰყავთ და არც თანხა აქვთ, რომ ვინმე დაიქირაონ. დუშეთის მერი აცხადებს, რომ დასკვნა წაკითხული არ აქვს და არ იცის, გენგეგმა შესაცვლელია თუ არა. მშენებლობები კი დუშეთში ისევ გრძელდება და ხშირად – ისევ კანონის დარღვევით.

რას აფუჭებს დუშეთის გენგეგმა

სერგო ისაშვილის განცხადებით, მაგალითად, დუშეთში არის ორი მთავარი ქუჩა  სტალინის და რუსთაველის, რომლებიც კომერციული განვითარებისთვის არის ძალიან კარგი და წლებია, ასე ვითარდება კიდეც, მათ შორის, ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის გენგეგმით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ნაცვლად, ამ ქუჩებს საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება და ბევრ უკანონობას წარმოშობს

„მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ საცხოვრებელ ზონაში უნდა იყოს საცხოვრებელი სახლები, სააგარაკე ნაგებობები. ამ ორ ქუჩის ძირითადი ნაგებობები კი არის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონისთვის დამახასიათებელი. აქ  პრობლემაა ის, რომ, როდესაც მერიას მშენებლობის ნებართვას სთხოვ, ის გეუბნება, რომ კომერციულ ნაგებობას ვერ დავწერ და თუკი არქიტექტურის სამსახურში მაღალჩინოსანთან დაახლოებული ხარ, გეუბნება, რომ მოდი, პროექტში ჩავწეროთ საცხოვრებელი სახლი, შენ კი ააშენე, რაც გინდა და ასეც ხდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობაში კომერციული ობიექტებია. ამით გიადვილდება პროექტიც, რადგან ზონის გადაყვანა და ახალი ვალდებულებები, საბუთების და მთელი ბიუროკრატიის გავლა არ გიწევს, ხარჯიც ნაკლებია,“ – ამბობს ისაშვილი.

მისი თქმით, დუშეთის ორ მთავარ ქუჩაზე მიწის ნაკვეთი ძალიან ძვირი ღირს, 1კვ/მ 200 დოლარი და თუ  200 კვ/მ-ს ყიდულობ, 80 კვ/მ-ზე მეტის მშენებლობის ნებართვის უფლება არ გაქვს, როცა ეს არის საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა. ხოლო როცა საცხოვრებელი ზონა აქვს სტატუსად, უფრო მეტი ფართის გამოყენების უფლება გაქვს მშენებლობისთვის.

droa.ge