გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას მექანიკური მეთოდებით-სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები

1-10-2019

აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებასთან ერთად საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ იწყებს გადაადგილებას. ამ პერიოდში მავნებელი, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებით კვებას და გამოზამთრებისთვის ემზადება, რის გამოც იგი ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულ შენობებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში. მავნებელი ახლომდებარე დასახლებებისკენ ტყის მასივებიდანაც გადაადგილდება.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით ახორციელებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებული აზიური ფაროსანას მექანიკური მეთოდებით განადგურება და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავენ და ინფორმაციას აწვდიან მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული და სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მექანიკური მეთოდების შესახებ:

1. მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციები, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება.

2. ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7424.pdf

3. სახლებში შესული ფაროსანას შეგროვება და განადგურება, მათ შორის სანათურის მეთოდის და წყლის გამოყენება. იხილეთ: https://www.facebook.com/National.Food.Agency/videos/1786318501404037/

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.