გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ერგნეთში მე-5 ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

1-10-2019

დღეს, ერგნეთში, მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეები, კვლავ ჩოჩანა-წნელისს შორის არსებულ საგუშაგოების შესახებ ისაუბრებენ.

ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის, ანალაიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხდებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს:

,,სტანდარტული საგუშაგო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი გააგრძელებს ფუნქციონირებას, ის ადგილზე უსაფრთხო გარემოს 

უზრუნველყოფს, ჩვეულებრივ საპოლიციო სტანდატული აღჭურვილობა აქვს" - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვიდრე ჩორჩანა-წნელისს შორის არსებულ საგუშაგოს საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს, მანამდე, სხვა საკითხებზე საუბარი არ იქნება. მათ შორის, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არებულ სიტუაციაზე. ორ კვირაზე მეტია, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკეტა ახალგორის საგუშაგო და საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლა შეუზღუდა.

,,კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, ეს იქნება სამედიცინო მომახურება თუ სხვა რამ, მიუღებელია, რომ იყოს ვაჭრობის საგანი, არ დავუშვებთ, რომ ამით შეეცადოს ვინმე ზეგავლენა მოახდინოს პროცესებზე" - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 qartli.ge