გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე ასაკოვნებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

1-10-2019

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხანდაზმულებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

 

 

 „60 წელს გადაცილებული უფროსი თაობა მომდევნო წლებში ჩვენი საზოგადოების და მსოფლიო მოსახლეობის 20% იქნება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს დემოგრაფიული პრობლემაა, თუმცა, რეალურად, ხანდაზმულთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, განათლების სფეროში, - მათ შესაძლებლობებს ხელახალი გააზრება და ხელშეწყობა სჭირდება.

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“-განაცხადა თალაკვაძემ.