კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქვეყნის ყველა რაიონში ფრონტოფისები გაიხსნება

2-10-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტოფისები ყველა რაიონში, „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას - ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მე მინდა, განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა, რაც ჯარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.