14-01-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის ხუთი მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ხუთი სახერხი დაზგა.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.