გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ვისაც ჰგონია, მთავრობის ქებას დავიწყებთ, ცდება" - ნიკა არაბიძე

2-10-2019

"კო­მე­დი ჯგუფ­ში" მომ­ხდა­რი გა­ყო­ფის შემ­დეგ, "რუს­თა­ვი 2"-ზე დარ­ჩნენ: ნიკა არა­ბი­ძე, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, მიშა ან­დღუ­ლა­ძე, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი, ბექა ონი­ა­ნი, კობა ბა­რა­თე­ლი, სცე­ნა­რის­ტე­ბის გუნ­დი... ჰყავთ ახა­ლი, მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. რო­გო­რი იყო, ჯგუ­ფის გა­ყო­ფის პრო­ცე­სი, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გახ­დნენ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი ღა­მის შოუს ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, ხე­და­ვენ თუ არა ცენ­ზუ­რის საფრ­თხეს და რო­მე­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ე­თე­რო ბადე? 

""რუს­თა­ვი 2"-ზე ყვე­ლას თა­ვის არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და, - დამ­რჩენ­საც და წამ­სვლელ­საც. მგო­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დავ­რჩი იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ის საქ­მე ვა­კე­თო, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი.

დრო ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს უფრო კარ­გად აჩ­ვე­ნებს. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა გვაქვს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ ის, რაც გვინ­და და რო­გორც გვინ­და. უკვე ვლაგ­დე­ბით, სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ. "კო­მე­დი შოუ" ეთერ­ში 21 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ვი­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან შე­მოგ­ვე­მატ­ნენ: ზურა ნი­ჟა­რა­ძე, ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი, თაკო აბა­ში­ძე... დაგ­ვიბ­რუნ­დნენ ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე, ეკა აბ­ში­ლა­ვა და სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე...

"ვისაც ჰგონია, რომ მთავრობის ქებას დავიწყებთ, ცდება, კრი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა "წა­მა­ლიც" კი იყოს. მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბით", - განუცხადა "გზას" არაბიძემ.

alia.ge