გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეებისთვის ნაჩუქარი კოტეჯის დასაწყობება ვერც გუგუტიანთკარში შეძლეს და იმ მანქანიანად დატოვეს, რომლითაც ჩაიტანეს

2-10-2019

კოტეჯი, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებს გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის უნდა გადაეცათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩაიტანეს.

,,სოფლიდან მაცნობეს, რომ გორიდან გუგუტიანთკარში წაუღიათ ჩვენთვის დაპირებული კოტეჯი, მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სოფელში არ გვაქვს არანაირი მიწის ნაკვეთი. თუ ფართი გამოინახება, არც იმაზე ვართ წინააღმდეგი, რომ იქ დაიდგას. ამჟამად ადგილი გვაქვს გორში, ჩვენი სახლის ეზოში, აქ ჩამოცლა შევთავაზეთ და უარი მივიღეთ. ვერაფერს გეტყვით რა იქნება ან ვის გადასცემენ, ჩვენ თუ სხვა ვინმეს”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ქეთი ნიჟარაძის განცხადებით, კოტეჯის დასაწყობება ვერც გუგუტიანთკარში შეძლეს და ამიტომ იძულებულები გახდნენ, სოფელში კოტეჯი იმ მანქანიანად დაეტოვებინათ, რომლითაც ჩაიტანეს.

,,კოტეჯი გუგუტიანთკარში ჩავიტანეთ, გვინდოდა, დაგვესაწყობებინა სოფლის ცენტრში მდებარე იმ შენობის ეზოში, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. თავდაპირველად ერთ-ერთმა მათგანმა, თინა გუგუტიშვილმა გვითხრა, რომ სახლის კონსტრუქციის მათი საცხოვრებელი შენობის წინ ჩამოცლა შეგვეძლო, თუმცა, მოგვიანებით აქაც უარი მივიღეთ, შენობა, სადაც ეს ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ამ ოჯახებს არ ეკუთვნით და გუგუტიშვილის თქმით, მას აცნობეს, რომ მიმდებარე ტერიტორიას განკარგვის უფლება არ ჰქონდათ. იძულებულები გავხდით, იმ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დაგვეტოვებინა კოტეჯი გუგუტიანთკარში, რომელზეც ტრანსპორტირებისთვის დაიტვირთა. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ქეთი ნიჟარაძემ.

interpresnews.ge