გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იაპონიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

2-10-2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

საქართველო-ურუგვაი მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.

მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩო იაპონიაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ.

შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტიობებს ახორციელებს.