გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება იქნება

2-10-2019

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და წაახალისებს სამხედრო მრეწველობას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ ისაუბრა.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია. მოგეხსენებათ, არსებობს კომპანია დელტა, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, მაგრამ მე მინდა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო და პირადად ჩემგან მათ ექნებათ წახალისება, რომ ადგილობრივი წარმოების ვაზნების წარმოება დავიწყოთ საქართველოში. ვაზნებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მილიონები გადის ყოველწლიურად, დაახლოებით 15-20 მილიონი. ეს არის ერთი სიკეთე, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ ქარხნის გაკეთების შემდეგ, ხოლო მეორე, გაცილებით უფრო დიდი, შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ჯარისკაცებმა ვარჯიშებისთვის, წვრთნებისთვის და ა.შ.“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.