გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გაგრაში 12 წლის მოზარდს დამალობანას თამაშის დროს დენმა დაარტყა და დაიღუპა

2-10-2019

12 წლის ბიჭი დაიღუპა გაგრაში დენის დარტყმის შედეგად. ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს მოხდა.


არსებული ინფორმაციით, დამალობანას თამაშის დროს მოზარდმა გადაწყვიტა ქვესადგურში დამალულიყო, რომელიც ღია აღმოჩნდა,

“აიაირას” ცნობით, მოზარდის საავადმყოფოში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. შემთხვევას გაგრის რაიონული პროკურატურა იკვლევს.

“ამ ეტაპზე ვიკვლევთ ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი პირების ვინაობას. ტრანსფორმატორი ღია იყო დ არ იყო შემოღობილი. თანამდებობის პირის დადგენის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება”, – ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა გასულ წელს სოხუმშიც მოხდა, რა დროსაც, იგივე ვითარებაში დაიღუპა მოზარდი ნესტორ არშბა. მაშინაც, ქვესადგური ღია აღმოჩნდა.

cyc.ge