გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებთან“ დაკავშირებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებისა არ იყოს, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ჩააწყო, არ ვიცი, რა ვუპასუხო

2-10-2019

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებთან“ დაკავშირებით, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ჩააწყო, არ ვიცი, რა ვუპასუხო, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თეა წულუკიანის განცხადებაზე ოპოზიციის უარყოფით შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ვუსმენდი ცოტა ხნის წინ და ვფიქრობდი, როცა საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს ან უნდა გაგიხარდეს და იამაყო ან, მიმიმუმ, უნდა გაჩუმდე (თუ ძალიან მტერი თუ შტერი არ ხარ).
გამოხატვის თავისუფლების ინდიკატორით ვუსწრებთ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ესტონეთის გარდა, ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.საქართველოში კანონის უზენაესობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, სერბეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში.

ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი და რუმინეთი გავუსწარით ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში.
კორუფციის კონტროლით საქართველო ლიდერი აღმოჩნდა რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, აქაც მხოლოდ ესტონეთს ჩამოვრჩებით.

ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ მსოფლიო ბანკის მონაცემები „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებთან“ დაკავშირებით. სტრასბურგის გადაწყვეტილებისა არ იყოს, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ჩააწყო, არ ვიცი, რა ვუპასუხო... არა, უფრო უნდა ვურჩიოთ ერთი კარგი ფსიქიატრი, თუმცა არსებობს უკურნებელი დაავადებები, რომლებსაც ვერ შველიან, ასეთების რიცხვშია: შენი ქვეყნისა და ხალხის ზიზღი, მავნებლობა, ბოღმა, შური და ასე შემდეგ“. - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.