გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო წილოსანი: მერიამ ტაქსის მძღოლებს მაქსიმალურად შეუწყო ხელი

2-10-2019

პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებს აფასებს. ,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რა თქმა უნდა, მოიცავდა ტაქსების კომპონენტსაც. და როგორც ყველა, ეს რეფორმაც ცვლილებებსა და სიახლეებს უკავშირდება.

მისასალმებელია, რომ 26 000-მდე ქალაქში ლიცენზირებული ტაქსების 70%-მა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება. მათი ნაწილი პირველი ოქტომბრიდანვე აგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი ეტაპობრივად შეუერთდება სამუშაო რეჟიმს.

ჩვენი მოქალაქეების სამგზავრო პირობების გასაუმჯობესებლად დაწყებული რეფორმა დასაწყისში, ცხადია, დაკავშირებულია სხვადასხვა დისკომფორტთან, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მერიამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ტაქსის მძღოლებს და გონივრული ვადა მისცა სატრანსპორტო საშუალებების როგორც გადასაღებად ასევე გადაღებვის პროგრამით სარგებლობისთვის, რათა ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო მძღოლებისთვის“- მიიჩნევს ნინო წილოსანი.