« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
2-10-2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამხარეო პოლიციის უფროსად, ავთანდილ გალდავა დაინიშნა.
ინფორმაცია "ალიამ" შსს-ში გადაამოწმა და დადასტურდა.
შსს-ს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ავთანდილ გალდავამ - 1997-2002 წ.წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტი.
გამონაკლისი შსს-ს არც ეს კადრია, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ხდებოდა, ავთანდილ გალდავაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი კადრია და 2008 წლიდან შსს-ს თანამშრომელია.
თუმცა, მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 2012 წელს, როცა მე-2 სამმართველოს 1-ლი სამსახურის გამომძებლიდან, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
2016 წლამდე, მისი სამსახურეობრივი მდებარეობა - დედაქალაქს არ გასცდენია, 2017 წელს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან, გადაიყვანეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად.
აი, ასე მივიდა, ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსობამდე.
წარმატებებს ვუსურვებთ და ასე ყველანი გავფრენილიყავით, საავიაციო ფაკულტეტის ლექციებიდან, სამხარეო პოლიციის უფროსობამდე, მინიმუმ, მინიმუმ!