გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბესიკ ამირანაშვილი სატყეო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა

3-10-2019

"ღია შეხვედრების" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული პრობლემების გადაჭრა დაიწყო.


ზამთრის სეზონის მოახლოებასთან და მოსახლეობისთვის საჭირო საშეშე მერქნის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად რეგიონალური სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა.

ღია შეხვედრების დროს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუდაბელში, ორგორაში ძველში და ჭობარეთში მოსახლეობამ მხარის რწმუნებულს საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა.

რწმუნებულის მიერ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს , იმ ლოკაციების გამოყოფაზე, სადაც ადვილად მოხდება აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის შეშის გამოყოფა.