15-01-2018
ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოხდა. არასრულწლოვნები ხაშურის ცენტრალურ კლინიკაში არინ გადაყვანილი.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
წყარო: rustavi2.ge
http://rustavi2.ge/ka/news/94361