გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამოუცხადა თუ არა „ოცნებამ“ „მთავარ არხს“ ბოიკოტი: „მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს“, - აცხადებს ქანთარია

3-10-2019

„მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს ამ არხს", - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ" „მთავარ არხს" ბოიკოტი გამოუცხადა.

„მამუკა მდინარაძის ინიციტივით, „ქართული ოცნების" დეპუტატები „მთავარ არხს" ინტერვიუს არ აძლევენ. პარტიული ვერტიკალის ამ გადაწყვეტიულებით შეწუხებულმა დეპუტატმა კი პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ბოიკოტირების ამბავი მათ ჩატით აცნობეს და აუკრძალეს ჩვენს კითხვებზე პასუხი გაცემა. პრესცენტრების ნაწილი განზრახ არ გვეუბნება მათ ღონისძიებებს, ვითომ გამორჩათ", - აცხადებს მელაძე.

ქანთარიას თქმით, მმართველი პარტიის ყოველი წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ითანამშრომლოს თუ არა „მთავარ არხთან" და თუ მათი უმრავლესობა ამ არხს ინტერვიუს პრინციპულად არ აძლევს, ამაში გასაკვირი არაფერია.

„მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს ამ არხს, იმიტომ, რომ ეს არის არხი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის მტერია, მტრული არხია და ამბობს, რომ ჩვენ ვართ ზონდერები. ამდენად, მე არ მაქვს არავითარი სურვილი, რომ ამ არხს მივცე ინტერვიუ, ეს ჩემი უფლებაა, დანარჩენი დეპუტატები ალბათ თვითონ იტყვიან.

„მგონი ასეთივე გადაწვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო. თუ ვინმე აძლევს ინტერვიუს, მე არ ვიცი, არ ვუყურებ... ეს მამუკას ინიციატივა იყო, ჩემი, თუ სხვისი, ფაქტია, რომ ასეა", - განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

rezonansi