გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ჯორჯიან მანგანეზმა“ უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანები შეიძინა

3-10-2019

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი 8 ახალი უნივერსალური და კომბინირებული ავტომანქანა შეიძინა. აქედან 4 მანქანა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, დანარჩენი კი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცა.

ისინი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ქუჩების რეცხვა და მორწყვა, ასევე მათი გამოყენება გზის საფარის თოვლისგან გასაწმენდად, მცენარეებისა და გაზონების მოსარწყავად და სხვა.

ავტომანქანები, ორივე მუნიციპალიტეტის ქალაქს, ყოველდღიურად, დილის 04:00 საათიდან 10:00 საათამდე, დაასუფთავებენ.

„ეს დრო იმიტომ შევარჩიეთ, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ქალაქების ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დრო გაიზარდოს და ახალი ავტომანქანების მოძრაობის განრიგს საღამოს საათებიც დაემატოს.


აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დაახლოებით 3 თვის წინ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ქალაქის დასუფთავების მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე 7 სპეციალური ავტოსამრეცხაო მოეწყო, ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნის კარიერულად მოპოვება და ავტომანქანებით გადაზიდვა ხდება, მაღალი წნევით გადარეცხვის აპარატები განთავსდა, გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოებს ყოველდღიურად ატარებს, მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა და გაიწმინდა არხები, ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი დაგროვილი ნარჩენებისა და მტვრისგან გასუფთავდა, მოირეცხა ქალაქის ხიდები, ბორდიურები და ტროტუარები. 

1 სექტემბრიდან ჭიათურაში მანგანუმის მადნითა და კონცენტრატით დატვირთული ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა. 

მექანიკური დაგვის და მომრეცხი ავტომანქანების შეძენა ჩვენმა კომპანიამ სწორედ „ჭიათურის დასუფთავების კამპანიის“ ფარგლებში შეისყიდა.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც სისტემატურად განვახორციელებთ, რათა მოქალაქეებმა უფრო სუფთა გარემოში იცხოვრონ“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თემურ ხონელიამ.

rezonansi