4-10-2019
მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 223 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ასედან: 133 ათასი ტონა რქაწითელი, 71 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ღვინის საწარმოებს მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
კახეთში რთველის უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსავლის დაბინავება აქტიურად ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
5 ოქტომბერს კი რთველის საკოორდინაციო შტაბი იხსნება ამბროლაურში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან, რომ რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარდეს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.