გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბესიკ ამირანაშვილი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილ სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრო

4-10-2019

სამცხე-ჯავახეთის განვითარების 2015-21 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ სხდომაზე დამსწრე პირებს გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია, საპროექტო წინადადებების შერჩევისა და რანგირების კრიტერიუმები გააცნო.

ჯგუფი შეიმუშავებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის სტიქიის პრევენციის საპროექტო წინადადებებს.სამოქმედო გეგმაში აისახება ჯანდაცვის , საგანმანათლებლო დაწესებულებების, „სოფლის დახმარების პროგრამის“ , სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები, აგრეთვე ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადებები, რომლებიც დაფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

ბესიკ ამირანაშვილმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის და მისი აღსრულების მნიშვნელობას სამცხე-ჯავახეთის სტაბილური განვითარებისთვის.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამხარეო საბჭოსთან შექმნილი განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა.

შემუშავებული სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მოწონების შემდეგ სამთავრობო კომისიას წარედგინება.

სხდომას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი ესწრებოდნენ.