გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაქარია ქუცნაშვილი დუმილს არღვევს - როგორ იქცა „გავრილოვის ღამედ“ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა

4-10-2019

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დუმილს არღვევს და იმ პროცესებზე საუბრობს, რომელიც "გავრილოვის ღამეს" წინ უძღოდა. ქუცნაშვილი იმ მიზეზებს ხსნის, თუ რატომ ჩატარდა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა. როგორც ქუცნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ანსამბლეის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის, ვინაიდან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად აღნიშნული ანსამბლეაში ძალიან ბევრი ქვეყანა ერთიანდება და საქართველოში მისი ჩატარება შესაძლოა იმაზე მეტად სარგებლის მომტანი ყოფილიყო ვიდრე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია.

მისი თქმით, თუკი 2013-2014 წლებში საქართველო არ იქნებოდა ამ ორგანიზაციის წევრი, მაშინ დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები იქნებოდნენ ორგანიზაციაში დამკვირვებლად წარმოდგენილი. სწორედ საქართველოს ყოფნა ამ ორგანიზაციაში ხელი შეუშალა ამ პროცესებს.

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ თავად მიმართა. კერძოდ, მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა.

ასამბლეა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან ოკუპანტის ენაზე წაიყვანა, რამაც საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

alia.ge