გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"გახარიას დეკემბერში კრემლში ელოდებიან"

5-10-2019

"ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტი იგეგმება. „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის შერჩეულ საქართველოს ახალ პრემიერს კრემლში უკვე ელოდებიან.

„2020NEWS“-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პირველი პირების შეხვედრის მომზადება იყო. დავით ზალკალიანის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უარყოფს.

„უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა დაგეგმილი არ არის. თუ უახლოეს მომავალში თანამდებობის პირთა აუდიენცია დაიგეგმება, საზოგადოებას აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ეცნობება“, – უთხრეს „2020NEWS”-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე მტკიცებით, საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობის დროს შედგა, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ჩენს ხელთ არსებულ ინფორმაციას უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.

„ეს არის მოტანილი ინფორმაცია, არ გამიგონია ამის თაობაზე, ამდაგვარი არაფერი არ ხდება და არ იგეგმება“, – განუცხადა ვოლსკიმ."

2020 news ge

alia