გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსი სამხედროები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში წვრთნებს გადიან

15-01-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, „ძარცემის“ პოლიგონზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედრო წვრთნები იმართება. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, წვრთნებში ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებულ სამხრეთის სამხედრო ოლქის „ძარცემის“ პოლიგონზე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო საველე მოქმედებები უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფენ სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარებს“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.

მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედროები ისწავლიან ტექნიკის მართვას, დაზვერვის წარმოებას, ცეცხლის გახსნას და ეკიპაჟის მეთაურობას. წვრთნები ჩატარედება მთიან და ტყიან ადგილებში როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4604-rusi-samxedroebi-okupirebul-zxinvalis-regionshi-xvrtnebs-gadian