გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრეზიდენტისთვის გაზრდილი ბიუჯეტი

6-10-2019

მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებით 2.2 მილიონი ლარი მოითხოვა. შეწყალების სკანდალის შემდეგ, ამ გადაწყვეტილების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამოქალაქო სექტორმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილება ბუნდოვანია.

ოპოზიცია ზურაბიშვილის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს მხარს არ დაუჭერს. ოპონენტები მმართველ გუნდს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკის პარალელურად, "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ასაჩუქრებს.

ის, რაც ოპოზიციისთვის საფრთხეა, მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დაცვა "ქართული ოცნების" წევრებმა სცადეს, ოპონენტების ბრალდებებს კი ბრალდებითვე უპასუხეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები დათვალეს "ფლანგვის დეტექტორშიც."  მათ გაარკვიეს, რომ ადმინისტრაციაში დასაქმებულია 60 ადამიანი, რომელთა საერთო შრომის ანაზღაურებაც ჯამში 220 000 ლარით გაიზრდება.

2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესანახად 6 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა მთავრობა გეგმავს, რომ ეს თანხა წლის ბოლომდე 8 მილიონ 200 ათას ლარამდე გაზარდოს.

გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ზურაბიშვილის სურვილს - გაიზარდოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება - ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი კომიტეტებში უკვე განხილულია, ხოლო კენჭისყრაზე დოკუმენტი მომდევნო სასესიო კვირაში გავა.

rustavi2