გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პირველად ბოლო 120 წლის განმავლობაში კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჩატარდა

7-10-2019

ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად, კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი უმოქმედო ოყო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას მოითხოვდა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა.

პირველი საღვთო ლიტურღია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, ელჩმა შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.