გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქაცარავა - "არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მიტაცება "მეგობრული" იქნება თუ "ოკუპანტური"

7-10-2019

ანტისაოკუპაციო მოძრაობა, დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეკრებისთვის ემზადება.

საქმე ეხება, დავით გარეჯში აზერბაიჯანმა ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას.

"ამ სამხედრო ბაზის შესახებ არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, პერიოდულად ვიღებდით და ვაქვეყნებდით ფოტოებს, გვაქვს ასევე კადრებიც. მაშინ ვამბობდით, რომ მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს ბაზა არ ჰგავს დროებითს, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებდა. მართალია, ბაზა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომ როცა დელიმიტაცის არ არის დასრულებული, სადაო ტერიტორიასთან ასეთი ბაზები არ უნდა განთავსდეს.. ეს ბაბა ახლოსაა აღდგომის ტაძართან და ზოგადად, რასაკვირველია, არავის ეშლება რუსეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთში, მაგრამ ჩვენი ანტიოკუპაციური მოძრაობის დევიზია "გააერთიანე საქართველო", ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მიწების მიტაცების საფრთხე არსებობს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მიტაცება "მეგობრული" იქნება თუ "ოკუპანტური" - უთხრა "ნიუპოსტს" დავით ქაცარავამ.