8-10-2019
აჭარაში გაზი გაითიშება და მის ჩართვას 2-3 დღე დასჭირდება.
როგორც “ბათუმელებს” „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, გაზის შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„10-11 ოქტომბერს, ხუთშაბათს და პარასკევს, გაზის მიწოდება მთლიანად აჭარაში შეწყდება. 12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი. გვარაში ავარიული მდგომარეობაა და ზამთარს უწყვეტი გაზმომარაგებით რომ შევხვდეთ, ამიტომ შესასრულებელია სამუშაოები. ტურისტული სეზონი დამთავრდა და ახლა ვგეგმავთ სამუშაოებს,“- განაცხადა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა.