გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქსტატი: 2018 წელს საშუალო ხელფასი 6,9 პროცენტით გაიზარდა და 1 068 ლარს შეადგინა

9-10-2019

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2018 წელს წინა წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი); • მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი).

2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის ცნობითვე, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს.

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 8.0 პროცენტით გაიზარდა და 1 101.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1 910.1 ლარი, წლიური ზრდა 8.5 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1 560.5 ლარი, წლიური ზრდა 5.9 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

ამავე პერიოდში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 4.7 პროცენტით და 1 008.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.