გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

განათლების სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა

10-10-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.


უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაანონსებული სიახლეების შედეგად, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, წელს უკვე მეორედ, უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, რაც მასწავლებლების პრესტიჟის, მათი ანაზღაურების ზრდის და რეფორმის სხვადასხვა მიმართულების შედეგია.


განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის.
ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.