გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს კლინიკაში გაიმართება

11-10-2019

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს,11 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესაა გირაო.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

alia