გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

11-10-2019

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების”მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა.

„რეგულირების ხარისხის“ შეფასებისას, (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 8სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას, რომელთა შორის აღანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც „რეგულირების ხარისხი“ შეაფასა ისეთი მიმართულებით,როგორიცაა:

1. არასამართლიანი კონკურენციის პრაქტიკა;

2. ფასების კონტროლი;

3. დისკრიმინაციული ტარიფები;

4. ჭარბი პროტექცია;

5. დისკრიმინაციული გადასახადები.

საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ, შეფასების 100%-იანი შკალიდან 80 პროცენტი, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში მეთოთხმეტე, ხოლო ევროპაში მერვე პოზიციაზე გავიდა.

საქართველო „რეგულირების ხარისხით“ უსწრებს ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვედეთი, კანადა, აშშ, ესპანეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი დაა.შ.

ამასთან, უთანაბრდება ისეთ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ამ მასშტაბურ გამოკვლევაში Economist IntelligenceUnit-ის ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველო კორუფციის კონტროლისა და ბიუროკრატიის შეფასების მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში გამწესდა.

თავის მხრივ, გლობალურიმმართველობისინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენსკვლევითმონაცემთაბაზას, რომელიცსრულადეფუძნება სხვადასხვაგლობალურრეიტინგებსადაშეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project დაა.შ. სულ 33 ).

აღნიშნულიმონაცემებითავისმხრივ,ეყრდნობაკვლევითინსტიტუტებისადაცენტრების, არასამთავრობოდასაერთაშორისოორგანიზაციების,ისევეროგორცკერძოსექტორისწარმომადგენლებისგამოკითხვისშედეგადმიღებულმოსაზრებებსადაშეფასებებს.
არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით, მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.


წყარო: Govindicators.org