გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი მეზურნიშვილი: ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ყველასთვის შესამჩნევია

11-10-2019

პარლამენტის წევრი აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობასთან დაკავშირებით nationalinterest.org-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარებაა.

,,nationalinterest.org-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს. ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი უდავოდ აღსანიშნავია. ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველოს სერიოზული წინსვლა აქვს. საქართველომ „ეკონომიკურად შეჭირვებული“ ქვეყნების კატეგორიას დააღწია თავი და „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში ნახტომისებური ეფექტით დაწინაურდა, რასაც The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ადასტურებს. ინდექსში მისი აღმასვლა 124-ე პოზიციიდან მე-16 ადგილამდე ყველაზე დიდი მიღწევაა ამ საერთაშორისო რეიტინგის ისტორიაში. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ყველასთვის შესამჩნევია. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ უკვე ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას" წერს მეზურნიშვილი.