გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ ანგურიძე - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე

12-10-2019


„სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე,“ - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.

სარეიტინგო კომპანია „S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, რაც მიანიშნებდა, რომ საქართველოს, პოზიტიური ტენდენციების შემთხვევაში, რეიტინგის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მიმდინარე წელს Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა.

სარეიტინგო კომპანიამ თავის რელიზში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მიმდინარე რეფორმები ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ოთარ ანგურიძის განცხადებით, ასეთ რეფორმებს შორის სააგენტომ დაასახელა განათლების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, საპენსიო, დეპოზიტების დაზღვევის, მიწისა და საგადასახადო რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კაპიტალური ხარჯების პრიორიტეტიზაციის გავლენაზე ეკონომიკურ ზრდის პროცესზე.