12-10-2019
გორელი ბიჭები ყოველდღე, ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ. გადამდები სიკეთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალქე ნუგზარ ჩხიკვაძე წერს: ჩემი სახლის სადარბაზოსთან გორელ ახალგაზრდებს ხილბ-ბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი.
გუშინ, სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი. მაღაზია დაკეტილი იყო, კარების წინ კი ერთი ყუთი იდგა ხილით და ბოსტნეულით სავსე. თან სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული ეწყო ყუთში. ყველაფერი საღი იყო. გამიკვირდა. მეუღლემ მითხრა, ყოველ საღამოს ასეაო. ამ დილას ვკითხე ბიჭებს, ყუთი იდო და ხომ არ დაგრჩენიათ-მეთქი. არაო, ასე ვტოვებთო. თან მორიდებულად მკითხა – აღარ დავტოვოთო? – პირიქით, მაგარი ბიჭები ხართ მეთქი! ხომ ხვდებით, რატომ ტოვებენ? გული გამითბა!