გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე - ტაქსების ტარიფს უახლოეს მომავალში თავად ბაზარი დაარეგულირებს

13-10-2019

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების ტარიფს უახლოეს მომავალში თავად ბაზარი დაარეგულირებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე დღის გამავლობაში ტაქსით მოსახურების გაძვირება, მასზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია.
"ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ და მთლიანად ექვემდებარებოდნენ იმ რეგულაციებს, რაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი, რა თქმა უნდა ისარგებლეს ამ მომენტით და მოხდა ფასების ზრდა. ჩვენ მოვთხოვეთ განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით აპლიკაციაზე მომუშავე კომპანიებს (ბოლტი, ტაქსიფაი, იანდექსი) შესაბამისად მათ გააკეთეს განმარტებები და განცხადებები“ - განაცხდა კახა კალაძემ.
მისი თქმით, "ა კლასის" ავტომობილების რეგისტრაცია იზრდება, რაც ტაქსების მომსახურების ფასს ავტომატურად დაარეგულირებს.
„როდესაც არის ძალიან დიდი მოთხოვნა, როგოც თვითონ გვიხსნიან და გვაჩვენებენ სტატისტიკას, მაშინაც იყო გაზრდილი ფასები, როცა გამოძახება პიკის საათებში ხდებოდა, პარალელურად დაემატა თეთრი ტაქსები, რომელიც ნაკლები იყო რაოდენობრივად და ამ ადამიანებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და გაზარდეს ფასები, თუმცა ბაზარი ამას დაარეგულირებს. დღესაც თუ არის ცალკეული შემთხვევები იმისა, რომ ითხოვს გაზრდილ ფასს, როდესაც ადამიანი აჩერებს ტაქსის ქუჩაში ესეც რა თქმა უნდა დარეგულირდება, იმდენად მზარდია მოთხოვნა "ა კატეგორიაზე", იმდენად ბევრი ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, ძალიან მზარდი ტენდენცია გვაქვს და დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დარეგულირდება" - განაცხადა დედაქალაქის მერმა