გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პირველ „ხაჭაპურის ფესტივალს“ ოკუპირებული აფხაზეთის “მოსაზღვრე” სოფელი რუხი უმასპინძლებს

14-10-2019

ქართული ეროვნული კულტურის ნაწილს – ხაჭაპურს, წელს პირველად ფესტივალს გაუმართავენ და როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მას ტრადიციული დღესასწაულის სახე მიეცემა.
19 ოქტომბერს „ხაჭაპურის ფესტივალი“ პირველად სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ოკუპირებული აფხაზეთის “მოსაზღვრე” სოფელ რუხში გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი “ზრდას”, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში: მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური. ჟიურის წევრები საქართველოს გასტრონომიურ ასოციაციასთან ერთად, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენენ.
ხაჭაპური საქართველოს ეროვნული ცომეული ნაწარმია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მომზადების განსაკუთრებული მეთოდით.
2019 წელს, მსოფლიოში ცნობილმა კულინარიულ ვებგვერდმა TasteAtlas.com მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე ხაჭაპური დაასახელა. TasteAtlas.com-ის მიხედვით, ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია.

"კვირა"