გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს...

14-10-2019


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით, რომ სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა, იტყუება. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა.
"ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა უბრალოდ იტყუება. ჯერ ერთი, უკვე 1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით , არამედ მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის ოლქში, მართალია, ფორმალურად მოქალაქეთა კავშირის სახელით, მაგრამ დავამარცხე შევარდნაძის საყვარელი საგადასახადოს უფროსი. ამის მერე მე არსად გავსულვარ. მხოლოდ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, როდესაც ღიად დავუპირისპირდი შევარდნაძეს, დამოუკიდებელ კანდიდატად მოვიგე ისევ ვაკე და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი ნაციონალური მოძრაობა. ასე რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საქართველოში უნდა გათენდეს!"- განაცხადა სააკაშვილმა.