გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

14-10-2019

ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა. ამ ეტაპზე აქ ოთხი ბავშვი იცხოვრებს მშობელთან ერთად. როგორც რულოვსმა აღნიშნა, მათთვის ტრანსპორტირება, დაბინავება და კვება უფასო იქნება.

მისივე თქმით, აქ იქნებიან ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროგანვითარების ცენტრში, თუმცა ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ.

„გვაქვს ბიბლიოთეკა, დიდი ეზო, გვინდა სათბური გავაკეთოთ, პატარა ცხოველები მოვიყვანოთ, რაც ამ ტიპის ბავშვებისთვის კარგია და მიმზიდველი. ეს იქნება მულტიფუნქციონური ცენტრი, სადაც ჩატარდება მშობელთა კრებები, ჩამოვიყვან სპეციალისტებს ჰოლანდიიდან, რომლებიც აქ დაეხმარებიან ბავშვებს. ამ ეტაპზე აქ არიან ბავშვები, რომლებიც რეაბილიტაციას ნეიროგანვითარების ცენტრში, სახელმწიფო პროგრამით გადიან რეაბილიტაციას, არ ცხოვრობენ ზუგდიდში და უჭირთ ტრანსპორტირება. იმიტომ, რომ ძვირია და შორია. მინდა, რომ 2020 წელს იყოს აქ დღის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის ბავშვები, დაახლოებით 10-12 მოზარდი, 10:00 დან ნ 16:00 საათამდე სპეციალისტებთან ერთად იქნებიან“, - განაცხადა სანდრა რულოსვმა.

"ინტერპრესნიუსი"