გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პირველი ნოემბრიდან თბილისის მერია A კატეგორიის ტაქსებისთვის ქიმიური წმენდის ვაუჩერების დარიგებას დაიწყებს

15-10-2019

პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა,  ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ვაუჩერები უფასოდ დარიგდება, ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.

„ჩვენ გვქონდა სარეკლამო კომპანიასთან კოორდინაცია, რამდენიმე შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით (მათ არაფერი აქვთ გადასახადი), დამატებით მიიღებს ავტოტექმომსახურების კომპანიის - „ვიანორის“ 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე. 

SMS-ების საშუალებით მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეგეძლებათ მისვლა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მერიაში მოსვლა და ვაუჩერის მიღება. პირდაპირ შეძლებთ მიხვიდეთ, ისარგებლოთ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით და მიიღოთ ფასდაკლების ბარათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რეფორმის მომდევნო ეტაპზე შეიქმნება კონტროლის მექანიზმი, რომელიც ტაქსების სისუფთავეს შეამოწმებს.

კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად დედაქალაქში A კატეგორიის 9000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია.