გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ლალაზაშვილი: შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ

15-10-2019

"აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ შეფასება, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კანონმდებლობის ამ ფორმატით მიღებამ ,მათ შორის დასაქმებულებზე. ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ”,- ამის შესახებ კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს, გამომდიანარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების დონიდან


,,პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ შეფასება,რა გავლენა შეიძ₾ება მოახდინოს კანონმდებლობის ამ ფორმატით მიღებამ ,მათ შორის დასაქმებულებზე. ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ. გამომდიანარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების დონიდან, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს. ამ ყველაფერს უნდა კარგი ანალიზი. სხვადასხვა დარგის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება. ზოგიერთ დარგში განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმებულის უფლებები, ზოგიერთ დარგში ნაკლებად რელევანტური, რათა დასაქმების ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. მაგალითად, ბიზნესი ავიღოთ. ჩვენს ბიზნესში საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბაზარი და კადრების მოძიება, სიმართლე რომ ითქვას ჭირს კიდეც. ამ ,,ქეისს” სხვანაირად უნდა შევხედოთ და ისეთ დარგს, სადაც ბევრია მიწოდება, ბევრი შეიძლება იყოს დასაქმების მსურველი და იყოს ცოტა სამუშაო ადგილი, სხვანაირი მიდგომა უნდა”,- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.


როგორც BDO-ს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, კარგად უნდა შეფასდეს რა გავლენას მოახდენს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე


,,საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობამ გაითვალისწონოს. ამაში ორი აზრი არ არსებობს - ვგულისხმობ უსაფრთხოებას, ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და ასე შემდეგ. ეს შეიძლება გავაკეთოთ ეტაპობრივად, ქვეყნის განვითარების და ეკონომიკის განვითარების შესაბამისად. ამ ყველაფრის წინ უნდა იყოს კანნონმდებლობის შეფასება, ამომწურავი ანალიზი, თუ რას მოგვცემს ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება, რა გავლენას მოახდენს დასაქმებულებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. რეგულაციის გავლენის შეფასება ე.წ. RIA (REGULATORY IMPACT ASSESSMENT) ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტზე. აქაც იგივე უნდა მოხდეს - გაზრდის ეს ეკონომიკას, შეამცირებს, გააუმჯობესებს თუ გააუარესებს დასაქმებულების უფლებებსა და პირობებს, ანაზღაურების ოდენობას და ასე შემდეგ”,- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი